ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მძიმე წუთებია ყველა სამხედროსთვის და მოვედი რომ თანადგომა გამოვხატო“

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, გონიოში,  იმ ადგილზე მივიდა, სადაც ზღვაში დაკარგული ორი ქართველი ჯარისკაცის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს.

პრეზიდენტმა ინფორმაცია  თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან და დაკარგული ჯარისკაცების ოჯახის წევრებისგან მიიღო:

„მძიმე წუთებია ყველა სამხედროსთვის და მოვედი რომ თანადგომა გამოვხატო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც აპირებს გონიოს სანაპიროზე მისვლას.

 

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....