“მისტერ და მის თბილისი 2016”-ის კონკურსის გარშემო ატეხილი სკანდალი კვლავ გრძელდება. “ვიცე მის თბილისი” ნინა ტაველაშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ სკანდალურ პოეტს აქვეყნებს და სადაც ნანობს, რომ საერთოდ მონაწილეობა მიიღო ამ კონკურსში:
“რატომ ფეხი არ მომტყდა “მისს თბილისის” კასტინგზე რომ წავედი და ეს ხალხი გავიცანი… ან სად იზრდებით ან ვინ ხართ ან საიდან ხართ…. ვცდილობ მაქიმალურად თავშეკავებული და კორექტული ვიყო, არ ვახსენო არავის სახელი და არ ვთქვა ზედმეტი დეტალები, რაც მოხდა ან ხდება… ვინმემ გადაიხადა, არ გადაუხადა… ფაქტია გვყავს გამარჯვებული, რომელიც ჟიურის არ უნდოდა და ამაში მე არ ვარ დამნაშავე… იქნებ შეიგნოთ, მე არ ვარ წინააღმდეგი ამ გამარჯვებულის… ესეთი არავინ და არაფერი მინახავს. არაფერში ჩავრეულვარ, არავინ გამიჭორია, მარა მე ანალოგიური ვერ მივიღე, იმიტომ რომ რამდენიმე ამ საკითხში ღრმად გარეული დაბოღმილი პიროვნება, დაბოღმილი იმაზე, რომ ხალხი, უცხო ხალხი მე მიჭერდა მხარს, ცდილობენ მლანძღონ, მოიგონონ ათასი უბედურება… და რატომ? რისთვის? ადექი და შენი აქე, ადიდე და გააპიარე. ჩემი ლანძღვის ხარჯზე რომ გინდა გამოაჩინო უკეთესი, არ გამოდის…მუდმივი განხილვის თემად ვიქეცი შიდა სამზარეულოს მცოდნე ხალხში. არ ვედავები არავის, სამართლიანი იყო თუ უსამართლო, წელს გვყავს გამარჯვებული… იქნებ დაამთავროთ ოდესმე ეს კონკურსი. ჩემთვის კონკურსზევე ცალკე დააწესეს პრიზი, გამარჯვებულისთვის ცალკე… არავითარი კონტრაქტი არ იყო იქ, არანაირი საბუთი, რა დროში იქნებოდა ეს პრიზები გადაცემული და ახლა რატომღაც ამბავი ხელახლა ატყდა, ვის უნდა გაემარჯვა, ვინ ფული გადაიხადა გამარჯვებაში, ვინ ფრთიანი ანგელოზია და ვინ დაბალი დონის სულიერად მახინჯი… უკვე საზღვარს გასცდა უტაქტობა ამ კონკურსში ჩარეული პირების… ჩემი აზრით, ეს კონკურსი აღარასოდეს უნდა ჩატარდეს.”-წერს ტაველიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამ კონკურსში მონაწილე კონკურსანტების ნაწილი ჯერ საზოგადოების დაცინვის ობიექტები გახდა, ხოლო შემდეგ უკვე გამარჯვებულის გამოსავლენად დიდხანს გაგრძელდა დავა. გამარჯვებულად გამოცხადდა ანი გაბლაია, თუმცა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, თორნიკე ჯგერენაიამ, რომელსაც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა, კონკურსის ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერს, თავის ფავორიტს, “ვიცე მის თბილისს”, ნინა ტაველაშვილს დაადგა გამარჯვებულის გვირგვინი.
გარდა ამისა, “მის თბილისის” ტიტულის მფლობელს შეპირებული ავტომობილიც არ გადასცეს საჩუქრად. როგორც კონკურსის ორგანიზატორი ამბობს, სპონსორ კომპანიასთან კონტრაქტის გარეშე ჰქონდათ შეთანხმება პრიზის გადაცემაზე, ხოლო სპონსორი კომპანია კონტრაქტს ითხოვს.
დღის რეიტინგული სტატიები:
- „შვილი დამიღუპეს, მან ცურვა იცოდა“: დაღუპული სამხედროების მშობლები თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ
- „საქართველოს პრეზიდენტი ვარ, წამო ერთად დავლიოთ“: ჟურნალისტი ბათუმში მომხდარ უცნაურ ამბავს ყვება
- “რა ვუთხრა განადგურებულ მამამისს და ოჯახს”: ვინ იყო ავარიაში დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა
- 3 ახალგაზრდა დაიღუპა: დაფნარის ავტობანმა ადამიანების სიცოცხლე ისევ იმსხვერპლა
- „ასეთი არავისგან მომისმენია“: პრემიერი კვირიკაშვილი გურული გოგონას იდეამ განაცვიფრა


