შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ი. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 29 აბი ნარკოტიკული საშუალება „ენ-დე-მა“ ამოიღეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.