ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, არაადექვატური დასაბუთებით”

 

პოლიტოლოგი გია ნოდია პრეზიდენტის რეფერენდუმთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ნოდიას თქმით, პრეზიდენტის დასაბუთება თუ რატომ არ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი არაადექვატურია, თუმცა გადაწყვეტილება სწორია.

“პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სრულიად არაადექვატური დასაბუთებით. არ ვიცი, რატომ არ ეყო ვაჟკაცობა რეალური არგუმენტი დაესახელებინა. მაინც მადლობა მას.

კიდევ მადლობა ბატონ ბიძინას, რომ გიორგი დაგვინიშნა არჩეულ პრეზიდენტად და არა, ვთქვათ, მანანა კობახიძე – და რომ ასე მალე ეჩხუბა”. – წერს ნოდია.

იტვირთბა....