ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ლეიბორისტული პარტიის” წევრი გედევან ფოფხაძის ძმას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

 

ბორჯომში “ლეიბორისტული პარტიის” წევრი დეპუტატ გედევან ფოფხაძის ძმას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გიორგი გიუაშვილის თქმით, ბესო ფოფხაძემ, რომელიც ბორჯომის საკრებულოს წევრია, თანმხლებ პირებთან ერთად მას გზა გადაუღობა და არ მისცა საარჩევნო აგიტაციის ჩატარების შესაძლებლობა. მისივე თქმით, სწორედ ამ დროს გაუსწორდნენ მას ფიზიკურად.

“ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენელი საქმის გამოძიებას ითხოვს. თავად ბესო ფოფხაძე უარყოფს გიუაშვილის ბრალდებას ფიზიკურ დაპირისპირებაზე, თუმცა ადასტურებს, რომ გიუნაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

იტვირთბა....