ფრანგმა სამართალდამცველებმა მორიგი ტერაქტი აღკვეთეს. ძალოვანებმა ამჯერად 16 წლის გოგო დააკავეს, რომელიც თავდასხმას ამზადებდა, ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი მოზარდი რამდენიმე დღის წინ ქალაქ მელენში დააკავეს.
გამოძიების ცნობით, 16 წლის ახალგაზრდა ISIS -ის წევრებს პროპაგანდისტურ წერილებს უგზავნიდა, დაჯგუფებას თავდასხმების სერიის მოწყობისკენ მოუწოდებდა და ერთ-ერთი ტერაქტის შესრულებაში მონაწილეობას სთხოვდა.
პროკურატურამ მოზარდს ტერორისტებთან შეთქმულებისა და ტერაქტის მოწყობის წახალისების ბრალი წაუყენა.