აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჰონდურასში ორ თავდასხმას, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა

ჰონდურასის სანაპიროზე ორ თავდასხმას, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის დაღუპულია ექვსი პოლიციელი.

მედიის ცნობით, პირველი თავდასხმა ჩრდილოეთ ჰონდურასში, ტრუხილოს მუნიციპალიტეტში მდებარე რანჩოზე მოხდა, სადაც, სულ მცირე, 19 ადამიანი მოკლეს.

მეორე თავდასხმის დროს ომოას მუნიციპალიტეტში, გვატემალას საზღვართან ახლოს შეიარაღებულმა პირებმა პოლიციას გაუხსნეს ცეცხლი. პოლიციის ცნობით, თავდასხმის დროს ექვსი ოფიცერი დაიღუპა.

ორი თავდასხმის შემდეგ ეროვნულმა პოლიციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი კრიმინალის აღსაკვეთად აქტიურად იმუშავებენ.

მედიის ცნობით, ჰონდურასში, დიდი ხანია, ფიქსირდება დანაშაულის მაღალი მაჩვენებელი ბანდების მიერ გავრცელებული ძალადობისა და ტრანსნაციონალური ნარკოვაჭრობის გამო.

იტვირთბა....