აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რვა ლიბანელ და ერთ ირანელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.
დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნულ პირებს ბრალად „ლიბანის სუვერენიტეტის შელახვა” და „სამშვიდობო პროცესის ჩაშლის“ ხელშეწყობა ედებათ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სანქციების ქვეშ მყოფ პირებს შორის არიან ლიბანის პარლამენტის წევრები, ირანელი დიპლომატი და ლიბანის სამთავრობო ინსტიტუტების უსაფრთხოების წარმომადგენლები.
ამასთან, ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებულ სანქციებს „ღირსების ნიშანს“ უწოდებს. დაჯგუფების განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები ამერიკის მცდელობაა, „დააშინოს თავისუფალი ლიბანელი ხალხი, რათა მათ მხარი დაუჭირონ ქვეყნის წინააღმდეგ სიონისტურ აგრესიას“.
„ეს სანქციები ღირსების ნიშანია მათთვის, ვისზეც ის ვრცელდება და ჩვენი არჩევანის სისწორეს კიდევ ერთხელ ადასტურებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

