აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დონალდ ტრამპი ძალიან იმედგაცრუებულია ნატო-ს წევრებით, რომლებმაც აშშ-ს ბაზების გამოყენების უფლება არ მისცეს” – მარკო რუბიო

მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი „ძალიან იმედგაცრუებულია“ ნატო-ს წევრებით, რომლებმაც აშშ-ს თავიანთ ტერიტორიაზე არსებული ბაზების გამოყენების უფლება არ მისცეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ამის შესახებ შვედეთში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამგზავრებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ამავდროულად, ალიანსის ზოგიერთი ქვეყანა აშშ-ს ძალიან ეხმარება.

„თქვენ გყავთ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ესპანეთი, რომლებიც გვიკრძალავენ ამ ბაზების გამოყენებას – მაშინ რატომ ხართ ნატო-ში? ეს ძალიან სამართლიანი კითხვაა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ნატო-ს სხვა ქვეყნებიც ძალიან გვეხმარებოდნენ, მაგრამ ეს უნდა განვიხილოთ. არ მგონია, ვინმეს გაუკვირდეს ის, რომ შეერთებული შტატები, და კერძოდ, პრეზიდენტი, ამჟამად ნატო-თი ძალიან იმედგაცრუებულია“, – განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ნატო-ს წევრები იმის გამო, რომ ისინი აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანიის დასახმარებლად მეტს არ აკეთებენ. თეთრი სახლის ლიდერმა ასევე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, შტატებმა ალიანსი დატოვოს.

იტვირთბა....