ახალი ამბები მთავარი სამართალი

„გიორგი პაპუაშვილი შემდეგ კვირას დაიკითხება“

“საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დაკითხვა განხორციელდება შემდეგ კვირას, მისივე თხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში,” – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ”იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მომავალ კვირას, პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით გამოძიების შუალედურ შედეგებზე ისაუბრებს.

”კონკრეტულად ამ ეტაპზე დაკითხული არის სასამართლოს ყველა მოსამართლე წევრი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დაკითხვა განხორციელდება შემდეგ კვირაში მისივე თხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში. ვფიქრობ, შემდეგ კვირაში ჩვენ უკვე შევძლებთ კონკრეტულ შუალედურ შედეგებზე ვისაუბროთ, რომელიც რა თქმა უნდა, არ დააზიანებს გამოძიების ინტერესებს“, – განაცხადა შოთაძემ.

მან ისაუბრა ასევე პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მის ოჯახის წევრზე სამართალდამცველებმა ზეწოლა განახორციელეს.

„მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო მოქმედებები, რათა პასუხი გაეცეს რეალურად ქონდა თუ არა ადგილი გარკვეული არასამართლებრივი მიზნებისთვის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას“-განაცხადა შოთაძემ.

იტვირთბა....