ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ განიხილება თავდაცვის მინისტრის პოსტზე

თავდაცვის მინისტრის პოსტზე თეონა აქუბარდიას კანდიდატურა განიხილება, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა, – ინფორმაციას ამის შესაებ სააგენტო “გურია ნიუსი” ავრცელებს.

როგორც აქუბარდიამ განაცხადა, მისი კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ აქვს:

“ახლახანს დავამთავრე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამეფო კოლეჯი და საქართველოში ვბრუნდები. ორშაბათიდან ეროვნულ უშიშროების საბჭოში გავდივარ ისევ სამუშაოდ”, – აღნიშნა აქუბარდიამ “გურია ნიუსთან” საუბრისას.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაშიც არ ადასტურებენ.

იტვირთბა....