არშემდგარი სამხედრო ამბოხის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ 130-მდე მედიასაშუალება დახურა, ხოლო ათას 700 სამხედრო, მათ შორის 87 გენერალი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ქვეყანაში ერთ კვირაზე მეტია საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე უწყება გამოაკლდება, მათ შორისაა სანაპირო დაცვა და ჟანდარმერია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში გადავა. ამ საკითხს კენჭს პარლამენტში უახლოეს პერიოდში უყრიან.