უკრაინამ გასულ ღამეს რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა Туапсинский, დაზვერვის ავტომატიზაციის პროგრამულ-აპარატული კომპლექსი, მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის ობიექტები და სამეთაურო პუნქტები გაანადგურა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს:
„2026 წლის 27 მაისის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა დაარტყეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას Туапсинский. საწარმოს ტერიტორიაზე დაფიქსირებულია ხანძარი და დაკვამლიანება. მიყენებული ზარალის მასშტაბები ზუსტდება.
Туапсинский რუსეთის ფედერაციის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა. მისი გადამუშავების სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 12 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. საწარმო აწარმოებს საწვავს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უზრუნველსაყოფად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ქვედანაყოფებმა, საჰაერო ბაზირების რაკეტების, Storm Shadow-ს გამოყენებით, გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ძალების დაზვერვის ავტომატიზაციის საშუალებების პროგრამულ-აპარატული კომპლექსები ვორონეჟის, ტაგანროგისა და სევასტოპოლის რაიონებში.
გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს ოკუპანტების ქვედანაყოფების სამეთაურო პუნქტებს ლუჰანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტებში: ცვიტნი პისკისა და სოროკინეში.
ასევე განადგურებულია მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების საწყობი სოროკინეში და უპილოტო საფრენი აპარატების საწარმო აზოვსკეს რაიონში.
სხვა ობიექტებთან ერთად, განადგურებულია რადიოლოკაციური სადგური „ნებო-სვ“ Небо-СВ კამიანკას რაიონში და ოკუპანტების Бук-М2 კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი სამეთაურო-საშტაბო მანქანა ლუჰანსკის ოლქის კადიივკას მახლობლად.
უკრაინის თავდაცვის ძალები მომავალშიც სისტემურად გაატარებენ ზომებს რუსი ოკუპანტების სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შესასუსტებლად და რუსეთის ფედერაციის იძულებისთვის, შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ” – წერს უკრაინის გენშტაბი გავრცელებულ განცხადებაში.

