აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის „გამდიდრების“ გეგმების შესახებ თუ აცხადებს, დაე, ეს უზრუნველყოს” – სერგეი ლავროვი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თუ აცხადებს სომხეთის „გამდიდრების“ გეგმების შესახებ, მაშინ დაე, მან ეს უზრუნველყოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსული მედიის თანახმად, წინასაარჩევნო მიტინგზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანას არ აწუხებს სასაქონლო ფასების მაღალი დონე, თუ რუსეთთან ურთიერთობები გაუარესდება, რადგან რესპუბლიკა გამდიდრებას გეგმავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ მანამდე განაცხადა, რომ რუსეთმა სომხეთი გააფრთხილა გაზის, ნავთობპროდუქტებისა და ალმასების მიწოდების შესახებ შეთანხმების შესაძლო შეწყვეტის შესახებ, თუ ერევანი ევროკავშირში გაწევრიანებას დაიწყებს.

იტვირთბა....