ევროპის საბჭომ უკრაინისთვის 2.8-მილიარდის ოდენობით დახმარების გაცემა დაამტკიცა – ეს მათი მხრიდან უკრაინისთვის დახმარების მეშვიდე ნაწილი იქნება. ცნობილია რომ მეექვსე ტრანში 2025 წლის დეკემბერში გაიცა და დაახლოებით 2.3 მილიარდ ევროს შეადგენდა.
უკრაინის დახმარების მექანიზმი ძალაში 2024 წლის 1 მარტს შევიდა და უზრუნველყოფს 50 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის სტაბილურ დაფინანსებას გრანტებისა და სესხების სახით, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად 2024 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში.

