აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უკრაინა Gripen-ის თვითმფრინავებს შესაძენად თანხას ევროკავშირის მიერ გამოყოფილ 90 მილიარდ ევროდან გამოიყენებს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა Gripen-ის მოიერიშე თვითმფრინავების შესაძენად ევროკავშირისგან გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტიდან მიღებულ თანხებს გამოიყენებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ამ დახმარების 2.5 მილიარდ ევროს Gripen-ის თვითმფრინავების შესაძენად გამოიყენებს.

ზელენსკის განმარტებით, Gripen-ები სასარგებლო იქნება უკრაინისთვის, რადგან ქვეყანას უწევს წინააღმდეგობის გაწევა სხვადასხვა იარაღის, რაკეტების, დრონების, საჰაერო ბომბებისთვის, რომელსაც რუსეთი იყენებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, Gripen-ები ხელს შეუწყობს რუსული თვითმფრინავების მოგერიებას და მათთვის საჰაერო ბომბების გამოყენებას გაართულებს.

იტვირთბა....