ჩინეთში მეორე დღეა წყალდიდობაა. BBC-ის ცნობით, წყალდიდობას სულ მცირე 87 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულათ ითვლება.
დატბორილი და დაშლილია 50 000-მდე სახლი. ყველაზე მეტად ჰებეისა და ჰენანის პროვინციებია დაზარალებული. ჰენანის პროვინციაში 18 000-ზე მეტი სახლია განადგურებული.
ჩინეთის მთავრობის თქმით, ისინი მზად არიან სტიქიის შედეგად მილიონ დაზარალებულს ზარალი აუნაზღაურონ. 400 000-ზე მეტი ადამიანი უკვე ევაკუირებულია.