ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დენის გრაფიკი: თბილისის რომელ რაიონებს შეეზღუდებათ ელექტროენერგია

დედაქალაქის რამდენიმე რაიონს დღეს, გეგმური სამუშაოების გამო ელექტომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც კომპანია „თელასში“ აცხადებენ, ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება ისნის, საბურთალოს, ნაძალადევის, გლდანის და ვაკის რაიონებს.

ელექტრომომარაგება შეზღუდვით შემდეგ რაიონებს მიეწოდებათ:

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) და წულუკიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

 

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის, ქარელის, ლიხაურის, სიმონ ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ბაკურიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მცხოვრებლებს.

 

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

 

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. „სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“- აცხადებენ „თელასში“.

იტვირთბა....