სამწლინახევრის ბავშვი და შუახნის მამაკაცი სიღნაღის არქიმედეს კლინიკაში გველის ნაკბენით შეიყვანეს. მოგვიანებით, მამაკაცი ხელწერილის საფუძველზე სახლში გაწერეს, ხოლო ბავშვი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
– “ისინი აღნიშნავდნენ, რომ გველმა უკბინათ, მაგრამ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. მამაკაცი რამდენიმე საათში ხელწერილით გაეწერა ბინაზე. რაკი მეორე სამწლინახევრის ბავშვი იყო, საჭიროდ ჩავთვალეთ, იაშვილში გაგვეწერა. ვაქცინა არ გაგვიკეთებია, რადგან გამოხატული არ იყო ძლიერი ტოქსიკურობა, რასაც გველის შხამი იწვევს. ნაკბენი იყო, მაგრამ შეიძლება ისეთმა ტოქსიურმა გველმა არ უკბინათ.”- განუცხადა speqtri.ge-ს კლინიკის დირექტორმა ოთარ რუაძემ.
მისივე თქმით, არქიმედეს კლინიკაში ანტიგიურზინი, ასევე რამდენიმე სახის შრატი და იმუნოგლუკოილიც აქვთ, მარაგი კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურსაც გააჩნია.
ჩვენი ინფორმაციით, ბავშვი თბილისელია და სოფელ ჯუგაანში სტუმრად იმყოფებოდა. მას, გველმა იმ დროს უკბინა, როდესაც ეზოში თამაშობდა. მამაკაცი კი ქვეწარმავალმა, ტყემლის კრეფის დროს დაკბინა.
წყარო: speqtri.ge