აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანგარიშის თანახმად, რუსული არმია რვაჯერ მეტ სამხედროს კარგავს, ვიდრე უკრაინული

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის [CSIS] ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ომის საწყის ეტაპზე დანაკარგების ფარდობა რუსეთსა და უკრაინას შორის 2:1 ან 3:1-ზე იყო, 2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთის დანაკარგების ტემპი მკვეთრად გაიზარდა და თითქმის 8:1-თან შეფარდებას მიაღწია. ამავე კვლევით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა მოკლულებისა და დაჭრილების სახით, ჯამში, დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანი დაკარგა. დანაკარგების შეფასებისას CSIS ეყრდნობა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებს, “მედიაზონისა” და BBC-ის რუსული სამსახურის შეფასებებს, ასევე ინტერვიუებს ამერიკელ, ევროპელ, უკრაინელ და სხვა ოფიციალურ პირებთან.

ცენტრის შეფასებით, ეს ყველაფერი უკრაინის მიერ დრონების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მქონე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას უკავშირდება და რუსეთის დანაკარგების 90%-ზე მეტი სწორედ დრონების დარტყმებზე მოდის.

მკვლევართა აზრით, დანაკარგების რაოდენობაზე გავლენა შესაძლოა მოეხდინა რუსი სამხედროებისთვის Starlink-ის ტერმინალების გათიშვასაც.

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის საერთო დანაკარგებიდან დაახლოებით 450 ათასი დაღუპულია. უკრაინული არმიის ჯამურმა დანაკარგებმა ომის დაწყებიდან 525-დან 625 ათასამდე ადამიანი შეადგინა. CSIS-ის მიხედვით, მათგან 125-დან 150 ათასამდე დაიღუპა.

იტვირთბა....