რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა – ინფორმაციას ქალაქის პროკურორის ოფისი ავრცელებს.
რუსებმა გამთენიისას კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ოკუპანტებმა 500-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენეს. თავდასხმის სამიზნეები გახდნენ საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო დაწესებულება და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

