აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მედიის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკაში მიგრაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 900-ზე მეტი ადამიანი დააკავა

მედიის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკაში მიგრაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 900-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

ქვეყნის ეროვნული პოლიციის კომისრის მოადგილის, ტებელო მოსიკილის თქმით, სამხრეთ აფრიკაში სულ 120 მსვლელობა გაიმართა, საიდანაც 108 მშვიდობიანი იყო, ხოლო 12 დემონსტრაციაზე პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.

პოლიციის ცნობით, ზოგიერთმა აქტივისტმა მაღაზიები გაძარცვა და სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. ერთი ადამიანი დაიღუპა იოჰანესბურგის რაიონში, სადაც აქტივისტები უცხო ქვეყნის მოქალაქის მფლობელობაში არსებულ მაღაზიას ძარცვავდნენ.

სამხრეთ აფრიკაში საპროტესტო აქციები რამდენიმე კვირაა, იმართება. დემონსტრანტები ითხოვენ არალეგალი მიგრანტების ქვეყნიდან გაძევებას, რადგან მიაჩნიათ, რომ ისინი ზრდიან უმუშევრობას, დანაშაულს და ზეწოლას ახდენენ სახელმწიფო სერვისებზე. ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ ამ პრობლემების მთავარი მიზეზები ეკონომიკური სირთულეები, მაღალი უმუშევრობა და სუსტი მმართველობაა.

იტვირთბა....