აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „პროექტი თავისუფლება“ მას შემდეგ შეაჩერა, რაც საუდის არაბეთმა შეერთებულ შტატებს სამხედრო ბაზებსა და საჰაერო სივრცეზე წვდომა შეუზღუდა.
ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ იტყობინება.
მედიის ცნობით, ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მოკავშირეებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რამაც საუდის არაბეთის ხელმძღვანელობა გააბრაზა.
„ენბისი ნიუსის“ ინფორმაციით, ერ-რიადმა ვაშინგტონს აცნობა, რომ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს პრინც სულთანის ბაზიდან აფრენისა და ქვეყნის საჰაერო სივრცის გადაკვეთის უფლებას არ მისცემდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოპერაცია „მოკლე ვადით“ შეჩერდა , „იმის სანახავად, შეიძლება თუ არა ირანთან შეთანხმების მიღწევა“.

