„მე ვდგავარ და კვლავაც ვიდგები პოლონურ-ამერიკული ალიანსის სადარაჯოზე – ეს არის უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საყრდენი ყველა პოლონური ოჯახისა და მთელი ევროპისთვის.
კარგი ალიანსია ის, რომელიც ეფუძნება თანამშრომლობას, ორმხრივ პატივისცემასა და ერთგულებას ჩვენი საერთო უსაფრთხოებისადმი.
მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მეგობრობისთვის და იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლის პრაქტიკულ ასპექტსაც დღეს ძალიან ნათლად ვხედავთ. პოლონეთისა და პოლონელი ხალხის უსაფრთხოება ჩემი მთავარი პრიორიტეტია!“ – წერს პლატფორმა X-ზე პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ აშშ პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედროს გაგზავნის.

