აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანთან ომის მომავალზე ვერ თანხმდებიან – „სიენენი“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანთან ომის მომავალზე ვერ თანხმდებიან, – ამის შესახებ სტატიას „სიენენი“ აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, სამშაბათს ლიდერებს შორის დაძაბული საუბარი გაიმართა, რომელშიც ირანთან ომის გაგრძელების შესახებ მათი განსხვავებული შეხედულებები აისახა.

„სიენენი“ წერს, რომ ეს ბოლო დღეების განმავლობაში მათი პირველი საუბარი არ იყო. კვირას ორი ლიდერის საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ირანზე ახალი მიზანმიმართული თავდასხმების განხორციელებას დაიწყებდა. თუმცა, ამ საუბრიდან დაახლოებით 24 საათის შემდეგ, ტრამპმა გამოაცხადა, რომ აჩერებდა დარტყმებს, რაც მას სპარსეთის ყურის მოკავშირეებმა – კატარმა, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სთხოვეს.

„სიენენის“ ინფორმაციით, პაკისტანის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები ისრაელის პრემიერ-მინისტრს აღიზიანებს, რომელიც დიდი ხანია, თეირანთან ურთიერთობაში უფრო აგრესიული მიდგომის მომხრეა.

ტრამპის ოფიციალური პირებისა და ისრაელის წყაროების ცნობით, ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ ირანზე თავდასხმის გადადება თეირანს მხოლოდ სარგებელს მოუტანს.

გამოცემის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ნეთანიაჰუმ ტრამპს უთხრა, რომ მისი აზრით, მოსალოდნელი თავდასხმების გადადება შეცდომა იყო.

იტვირთბა....