აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სერგეი ლავროვი ჩინეთში ჩავიდა

სერგეი ლავროვი ჩინეთში ჩავიდა – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ჩინეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თავის ჩინელ კოლეგასთან, ვან იისთან მოლაპარაკებებს გამართავს.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ლავროვი და ვან იი შეხვედრაზე ორმხრივ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.

„მოსალოდნელია, რომ მხარეები მოსაზრებებს გაცვლიან აქტუალურ ორმხრივ თემებსა და რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის უკრაინის კრიზისისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

იტვირთბა....