ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ოცნება“ მორიგ მცდელობას მიმართავს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია ჩაახშოს”- პარტია “საქართველოსთვის”

პარტია “საქართველოსთვის” განცხადებას აკეთებს მზია ამაღლობელის მიერ დაარსებული დამოუკიდებელი მედიაგამოცემა “ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადების შესახებ.

მაშინ, როცა ამ სამსახურისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მედიების ბიუჯეტის წინაშე არსებული ათეულობით მილიონი ლარის ვალი, სამსახური უარს ეუბნება “ბათუმელებს“ კანონით გათვალისწინებულ გადახდის გრაფიკზე, რომელიც ვალის ეტაპობრივ დაფარვას ითვალისწინებს.

ეს არ არის ფინანსური დავა – ეს არის პირდაპირი შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე და კონკრეტული ანგარიშსწორება მზია ამაღლობელთან. ეს არის მცდელობა ქვეყანაში მიუკერძოებელ მედიებს ჩაუქრონ შუქი.” – აცხადებს პარტია “საქართველოსთვის”.

შეგახსენებთ შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო.

იტვირთბა....