ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, საპროტესტო აქციებს დაახლოებით 2 000 ადამიანი ემსხვერპლა – Reuters

ირანელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, საპროტესტო აქციებს დაახლოებით 2 000 ადამიანი ემსხვერპლა – აღნიშნულის შესახებ ირანელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა.

ირანში მსხვერპლის რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. მანამდე, აშშ-ში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა მონაცემები, რომლის თანახმადაც, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 646 ადამიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ ირანში რამდენიმე დღეა ინტერნეტი გათიშულია, რაც ქვეყნიდან ინფორმაციის და მონაცემების მიღებას მნიშვნელოვნად ართულებს.

იტვირთბა....