ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

შემოსავლების სამსახურმა “ბათუმელების” ანგარიშებს ინკასო დაადო

შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო, – ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელელბს.

როგორც “ბათუმელები” წერს, ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა. რეალური მიზეზი – სურვილი, რომ მედია ორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს.

ამ ეტაპზე „ბათუმელების“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე – ძირი თანხა არის 47 ათასი ლარი და ამას ემატება საურავი და ჯარიმა. „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და ითხოვა ვალის გადასახდელად ჩვენთვის შემოეთავაზებინათ გრაფიკი. ამას საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს, თუმცა უარი გვითხრეს.
ამავე დროს, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი.” – ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....