უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Politico უნგრეთის პრეზიდენტზე, ტომაშ შუიოკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტომაშ შუიოკის განცხადებით, კონსტიტუციის შესაბამისად უნგრეთში 2026 წლის საყოველთაო არჩევნები დანიშნა, რომელიც კვირას, 12 აპრილს ჩატარდება.
„დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი თავისუფალი არჩევანის უფლებაა. ყველას მოვუწოდებ, რომ ეს უფლება გამოიყენონ“ – წერს უნგრეთის პრეზიდენტი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

