ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მზია გარშაულიშვილმა მიიღო.
აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე, მოსამართლემ ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც ელისაშვილმა მას „სახის შენარჩუნებისკენ“ მოუწოდა.

