ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე. თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება შესაძლოა ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს“ – EU-ს წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე. თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება შესაძლოა ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს, – ამის შესახებ EU-ს წარმომადგენლობა წერს და აქვეყნებს იმ რეკომენდაციებს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას დაკარგავს:

უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი: რა უნდა ვიცოდეთ
1. არსებული მდგომარეობა
უვიზო მიმოსვლა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზეა დამოკიდებული.

2025 წლის იანვარში ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის.
2024 წლის დეკემბერში ევროკომისიის ანგარიშში საქართველოზე სერიოზული შეშფოთება გამოითქვა.

2. რა არის ევროკავშირის რეკომენდაციები?
ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება.
ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერება.

3. რა ხდება შემდეგ?
ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე.
თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება შესაძლოა ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს. – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ, ცნობილი გახდა ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მიერ მაკა ბოჭორიშვილის სახელზე გამოგზავნილი წერილი, რომელშიც აღნიშნულია საქართველოს მიერ შესასრულებელი რეკომენდაციები.

იტვირთბა....