აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანზე სამხედრო იერიშების განხორციელების რამდენიმე ვარიანტი წარუდგინეს – ინფორმაცია ამის შესახებ მედიაში ვრცელდება.
New York Times-ის ცნობით, რომელიც ამერიკელ ოფიციალურ პირებს ეყრდნობა, დონალდ ტრამპს თეირანში სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმის შესაძლებლობის ვერსიაც გააცნეს.
სტატიაში წერია, რომ დარტყმის საბოლოო გადაწყვეტილება ტრამპს ამ დრომდე არ მიუღია, თუმცა ამგვარ სცენარს აქტიურად განიხილავს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება დემონსტრაციების ძალადობრივი ფორმით ჩახშობას თუ განაგრძობს, შეერთებული შტატები ამას მძიმე შედეგებით უპასუხებს.

