ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 116 ადამიანი დაიღუპა – აღნიშნულის შესახებ “სიენენი“ წერს.
აშშ-ში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მონაცემებით, საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა შორის 38 უსაფრთხოების თანამშრომელია.
როგორც ცნობილია, აქციებისას დაკავებულია, სულ მცირე, 2 638 ადამიანი.
ირანში საპროტესტო აქციები უკვე 14 დღეა, გრძელდება. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ.

