“აშშ-ის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელი და აშშ-ის სამხედრო ბაზები ჩვენი “ლეგიტიმური სამიზნეები“ გახდებიან” – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მუჰამედ ბაქირ კალიბაფმა პარლამენტში ისაუბრა.
“თუ შეერთებული შტატები სამხედრო თავდასხმას დაიწყებს, როგორც ოკუპირებული ტერიტორიები, ასევე აშშ-ის სამხედრო და საზღვაო ცენტრები ჩვენთვის ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან“, – განაცხადა ირანის პარლამენტის სპიკერმა მუჰამედ ბაქირ კალიბაფმა.
ცნობისთვის, Reuters-ის ცნობით, ისრაელი ირანში აშშ-ის შესაძლო ჩარევისთვის მაღალი დონის მზადყოფნაშია.

