ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

 ისრაელი ირანში აშშ-ის შესაძლო ჩარევისთვის მზადყოფნაშია – – Reuters

 ისრაელი ირანში აშშ-ის შესაძლო ჩარევისთვის მზადყოფნაშია – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი ისრაელელი წყაროს ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტელეფონით ისაუბრეს და აშშ-ის ირანში ჩარევის შესაძლებლობა განიხილეს. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ამერიკელმა ოფიციალურმა პირმაც დაადასტურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა საკითხები განიხილეს მხარეებმა.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბოლო დღეებში არაერთხელ დაიმუქრა, რომ თუ ირანის ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, შეერთებული შტატები ჩაერევა.

იტვირთბა....