ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ქალთა კოლონიასთან შეიკრიბნენ

“ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის სოლიდარობის გამოსახატად ქალი პოლიტიკოსები ქალთა #5 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდნენ.

მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები: “მზია ამაღლობელი 1 წელია ციხეშია“, “თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, “თავისუფლება მზიას!“, “იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.

“ქალი პოლიტიკოსები მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად დღეს რუსთავში ციხესთან ვიყავით.

ხვალ ბევრნი უნდა ვიყოთ მზიას მარშზე” – “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, მარიკა არევაძე წერს.

იტვირთბა....