ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროკურორის განცხადებით, რამიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება

ბიზნესმენის გიორგი რამიშვილის, იგივე “ზარალას” საქმის პროკურორის განცხადებით, ის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, არ ეთანხმება.

პროკურორის, თორნიკე მახათაძის თქმით, გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

როგორც მოგეხსენებათ ბრალდების მხარე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და შესაბამისი წესით ბრალდების მხარის მიერ პატიმრობის გამოყენება დასაბუთებული იყო. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია იმ კუთხით, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები, თუმცა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა გირაო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება და გაასაჩივრებს კანონით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოში,” – განაცხადა პროკურორმა. 

ცნობისთვის, გიორგი რამიშვილი გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბიზნესმენს აეროპორტში, ხელბარგის სკანირებისას ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს. უწყების ცნობით, აღნიშნული იარაღი რამიშვილს გაფორმებული ჰქონდა, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონია. ის 70 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

იტვირთბა....