აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს, გუშინ დამირეკეს, ისინი დაიღალნენ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმებით” – დონალდ ტრამპი

„გუშინ დამირეკეს. ირანმა მოლაპარაკებისთვის დარეკა. ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმებით. ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს,რომ ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის შესაძლო სამხედრო ვარიანტებს. ის ასევე გეგმავს ირანში ინტერნეტის აღდგენის შესახებ მილიარდერ ილონ მასკთან მოლაპარაკებას.

როგორც ცნობილია, ირანში დემონსტრაციები მე-15 დღეა, მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, ირანში საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 544 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, 84 საათზე მეტია, რაც ირანის მოსახლეობის უმეტესობას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.

იტვირთბა....