დღეს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
აღნიშნული შეხვედრის დეტალებზე სასაუბროდ „მეტრონომი“ „ლელოს“ წევრს, გიორგი სიორიძეს დაუკავშირდა.
„ეს შეხვედრა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ ჩვენს პარტნიორებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია არა მხოლოდ ჯაფარიძე-ხაზარაძის პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, არამედ იმ ფაზასთან დაკავშირებით, რომელშიც ავტორიტარიზმია შესული.
„ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული აქვს იერიშის მიტანა პოლიტიკური პარტიების, ისე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.
დღევანდელი საუბრის თემა დიპლომატიურ კორპუსთან იყო პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები და ის, თუ რამდენად აბსურდულია ეს ვითარება, მათ შორის, სამართლებრივად.
ცხადია, მათაც ჰქონდათ კითხვები, რაზეც ჩვენ ზახი გავუსვით მათი მხარდაჭერის მნიშნვნელობას ასეთ სიტუაციაში.
ჩვენ ვხედავთ, რა გამოიწვია „ქართული ოცნების“ ქმედებება.
მაგალითად, დადგა ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხი.
ის რეაქცია, რაც დასავლელ პარტნიორებს აქვთ „ქართული ოცნების“ მიმართ, არის ფასი, რაც მათ უნდა გადაიხადონ.
რაც უფრო უხეში და რეპრესიული იქნება „ოცნების“ ქმედებები, ამას შესაბამისი რეაქცია მოყვება პარტნიორებისგან“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, „ლელოს“ ლიდერებს , მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, 8-8-თვიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
ამავე ბრალდებით არიან დაკავებული „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები: ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.