ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ამ მომენტისთვის, არცერთი მხარე არ აპირებს დათმობას. შეიძლება ითქვას, რომ ახლა მიმდინარეობს 2025 წლის მთავარი ამბავი” – ზურაბ ბატიაშვილი ისრაელ-ირანის კონფლიქტზე

ამ მომენტისთვის, არცერთი მხარე არ აპირებს დათმობას. შეიძლება ითქვას, რომ ახლა მიმდინარეობს  2025 წლის მთავარი ამბავი და არა მარტო ამ წლის. ომის შეჩერება შეუძლებელი ჩანს, რადგან მხარეები ათწლეულების განმავლობაში ემზადებოდნენ ამისთვის, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა “მეტრონომთან” ირან-ისრაელის კონფლიქტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ომში ტექნოლოგიური უპირატესობა ისრაელს გააჩნია.

ამ მომენტისთვის, არცერთი მხარე არ აპირებს დათმობას. შეიძლება ითქვას, რომ ახლა მიმდინარეობს  2025 წლის მთავარი ამბავი და არა მარტო ამ წლის. ომის შეჩერება შეუძლებელი ჩანს, რადგან მხარეები ათწლეულების განმავლობაში ემზადებოდნენ ამისთვის.

 ამ მონაცემებით, ინტენსიურად მიმდინარეობს დაბომბვები. რადგან ომის ძირითადი ნაწილი არის საჰაერო კომპონენტი, ტექნოლოგიური უპირატესობა ისრაელს გააჩნია.

საპასუხოდ ირანიც ბომბავს ისრაელს, თუმცა ეს არ არის იმ მასშტაბისა და იმ ზომის პასუხი, რითაც შესაძლებელია ისრაელის გაჩერება. ჯერ-ჯერობით არ ჩანს ომის დასრულების კონკრეტული ინდიკატორი, – განაცხადა ბატიაშვილმა.

ბატიაშვილის განმარტებით, ისრაელ-ირანის ომს შეუძლია საქართველოზე გავლენის მოხდენა რამდენიმე კუთხით.

რა თქმა უნდა, კონფლიქტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოზე:

პირველი – ეს არის პოლიტიკური გავლენა. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ირანში აქტიურად დადიოდნენ და მონაწილეობდნენ ისრაელის საწინააღმდეგო ღონისძიებებში, რასაც ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა. ყველას გვახსოვს შეძახილები, “სიკვდილი ამერიკას” “სიკვდილი ისრაელს”. ისრაელი არ არის ისეთი ქვეყანა, რომელიც ასეთ ამბებს მარტივად ივიწყებს.

მეორე – ეკონომიკური განზომილება, რომელიც დამოკიდებულია ნავთობის ფასზე მსოფლიო ბაზარზე. ამ ომიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით ძალიან გაზრდილი არ არის ნავთობის ფასი, თუმცა თუ სპარსეთის ყურე გადაკეტა ირანმა, მაშინ ნავთობის ფასი შეიძლება საკმაოდ აიწიოს. ეს საქართველოზე ეკონომიკური თვალსაზრისით აისახება.

მესამე – ჰუმანიტარული გავლენა. იმ შემთხვევაში, თუ ეს ომი დროში გაიწელა და ისრაელმა დაიწყო ირანის ეკონომიკის განადგურება, დაზიანდება ნავთობგადამამუშავებელი და ბუნებრივი აირის გადამამუშავებელი ქარხნები და ინფრასტრუქტურა. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ლტოლვილთა დიდი ნაკადი წარმოიქმნას. თუ ასე მოხდა, საით წავა ირანის მილიონობით მოსახლეობა ძალიან ძნელია პროგნოზირება,” – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

 

 

იტვირთბა....