ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარტიული რეიტინგები თვითმმართველობის არჩევნებისთვის – ISSA-ს კვლევის შედეგებს აქვეყნებს

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, შაბათს რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს პარტიული რეიტინგები ასე გამოიყურება, საქართველოს მასშტაბით, ალოკაციით:

ქართული ოცნება – 35.2%
კოალიცია ცვლილებისთვის – 16.9%
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა – 14.6%
ძლიერი საქართველო – ლელო – 13.4%
გახარია საქართველოსთვის – 12.4%

კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მოსახლეობას განწყობა ასე ნაწილდება: „დიახ – 54,5 %, არა – 22,3% არ ვიცი/ უარი პასუხზე – 23,2% “.

კვლევის თანახმად, მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.

თბილისში, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას 50% ემხრობა, წინააღმდეგია ან უარის ამბობს პასუხზე – 50%.

რეგიონებში კი 56,4% ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში; 22,3% ფიქრობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. გამოკითხულთა 23,2% თავის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული არ არის.

ამავე კვლევის მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მზაობა მოსახლეობაში/ამომრჩევლებში მაღალია.

„თუ პოლიტიკური პრეფერენციების ჭრილში შევხედავთ, ყველაზე მაღალი მზაობა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის აქვთ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს (60%), ხოლო ყველაზე დაბალი – „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ამომრჩევლებს (33%)“, – ნათქვამია კვლევაში.

იტვირთბა....