ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელის შეიარაღებული ძალები იარაღის საწარმოს სიახლოვეს მცხოვრებ თეირანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს, ვიდრე ობიექტზე სარაკეტო თავდასხმას განახორციელებს

ისრაელის შეიარაღებული ძალები იარაღის საწარმოს სიახლოვეს მცხოვრებ თეირანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს, ვიდრე ობიექტზე სარაკეტო თავდასხმას განახორციელებს – ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ადამიანი, რომელიც იმყოფება, ან შეიძლება აღმოჩნდეს სამხედრო დანიშნულების ქარხნებთან, ან მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის სიახლოვეს, სასწრაფოდ უნდა დატოვოს ეს ტერიტორია და არ დაბრუნდეს მანამდე, ვიდრე უსაფრთხოების შესახებ ახალი შეტყობინება არ გავრცელდება.

“ისრაელის შეიარაღებული ძალები დაარტყამს ამ ობიექტებს და განაგრძობს ირანული გველისთვის ტყავის გაძრობას თეირანსა და ყველგან – მიზნად ამოიღებს ბირთვულ შესაძლებლობებს და შეიარაღების სისტემებს“ – ნათქვამია თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის განცხადებაში.

იტვირთბა....