ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა

საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის საქმის არსებით განხილვა დასრულდა.

კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართვეელოს” ლიდერი, საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო სასამართლოში დაიბარეს.

გარდა მამუკა ხაზარაძისა, დღეს არის დაგეგმილი “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის პროცესიც, იგივე საქმესთან დაკავშირებით.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-50 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

იტვირთბა....