ცოტნე ყავლაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობა დატოვა და ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მოადგილედ დაინიშნა.
ცოტნე ყავლაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა. მანამდე 2015-2022 წლებში ფინანსთა მინისტრის მოადგილე და 2013-2022 წლებში სახელმწიფო ხაზინის უფროსი იყო.

