ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სტამბოლში დღეს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდია დაგეგმილი

თურქეთის ქალაქ სტამბოლში დღეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდია დაგეგმილი.

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე, უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან და განსაზღვრა პოზიციები სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრამდე.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დელეგაცია, რომელსაც პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, სტამბოლში კვირას საღამოს ჩავიდა. მედინსკის განცხადებით, მოსკოვმა უკვე მიიღო უკრაინის მხრიდან მემორანდუმის პროექტი კონფლიქტის დარეგულირების შესახებ და მასზე რეაგირება ორშაბათს ექნებათ.

იტვირთბა....