ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სპეცოპერაცია, რომელიც 1.5 წელი იგეგმებოდა – დაზიანებულია 40-ზე მეტი რუსული თვითმფრინავი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთდროულად იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის ოთხ სამხედრო აეროდრომზე. რუსეთი ადასტურებს, რომ უკრაინამ აეროდრომებზე თავდასხმა განახორციელა. კერძოდ, რუსეთმა დაადასტურა, რომ უკრაინამ დარტყმები განახორციელა ხუთ რეგიონში.

BBC წერს, რომ დაზიანებულია 40-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის – А-50, ТU-95, და ТU-22 М3. ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა დამოუკიდებელი წყაროების მიერ, ხოლო გადამოწმება ომის პირობებში შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აკონტროლებდა, ხოლო აღსრულება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვასილი მალიუკს დაევალა.

იტვირთბა....