“საქართველოს ბანკმა” რუს კლიენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის მაღაზიებში 300 ევრო/აშშ დოლარი/სტერლინგი მეტი ღირებულების ფუფუნების ნივთების შეძენის უფლება შეუზღუდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც რუსული მედია წერს, მომხმარებლებმა შეტყობინებები მიიღეს, სადაც წერია, რომ შეზღუდვები საერთაშორისო სანქციების შესაბამისად არის შემოღებული.
შეტყობინებაში ასევე ნათქვამია, რომ თუკი გადასხდისას დაწესებულ თანხაზე მეტი დაფიქსირდება, გადახდის ვარიანტები შეზღუდული იქნება.
ღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა საქართველოს ბანკში.
“საქართველოს ბანკი” იცავდა და იცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებს,” – განაცხადეს ბანკში.

