ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ესპანეთში იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი ჩაცხრილეს

ესპანეთში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ექს მრჩეველი, ანდრეი პორტნოვი მოკლეს.

შემთხვევა მადრიდის პოსუელო-დე-ალარკონის გარეუბანში, „კოლეჯიო ამერიკანოში“, კერძო სკოლის მახლობლად მოხდა.

ესპანური გამოცემა „ელ პაისის“ ცნობით, პორტნოვს გულმკერდის არეში ოთხი, თავის არეში კი ერთი ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული.

ინციდენტი სკოლის შესასვლელთან მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, სკოლის კართან პორტნოვს მოტოციკლით მამაკაცი ელოდებოდა, როდესაც მას მსხვერპლი მიუახლოვდა, ესროლა და გაიქცა.

„ამ დროისთვის დაკავებულები არ არიან. სკოლამ არ იცის, არის თუ არა ის რომელიმე მოსწავლის მამა“, – აღნიშნავს ადგილობრივი მედია.

იტვირთბა....