ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სანამ იარაღი ლაპარაკობს, მოლაპარაკება შეუძლებელია” – მაკრონი

“სანამ იარაღი ლაპარაკობს, მოლაპარაკება შეუძლებელია. დიალოგი შეუძლებელია, თუ პარალელურად მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

მაკრონის თქმით, რუსეთისგან ელის ცეცხლის შეწყვეტას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

„ჩვენ მკაფიო წინადადება წამოვაყენეთ: უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათიდან. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვალდებულება ყოველგვარი პირობის წაყენების გარეშე აიღო. ახლა ჩვენ რუსეთისგანაც ველით ასევე მკაფიო პასუხს”, – დაწერა მაკრონმა და დასძინა: “მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ იარაღი ლაპარაკობს. დიალოგი შეუძლებელია, თუ იმავდროულად მშვიდობიანი მოსახლეობას ბომბავენ. ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა ახლავე, რათა მოლაპარაკებები დაიწყოს. მშვიდობისთვის“. – დაწერა მაკრონმა.

შეგახსენებთ,რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობდა, რომელსაც მხარს უჭერს როგორც ევროპელი ლიდერები, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი.

ზელენსკის ინიციატივას გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინი, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს თურქეთში სალაპარაკოდ იწვევდა, თუმცა ყველანაირი წინაპირობების გარეშე. ზელენკიმ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ 15 მაისს, თურქეთში, ის პირადად დაელოდება პუტინს.

იტვირთბა....